გურამ მაჭარაშვილი: ადამიანის გარდაცვალება პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების ნაწილმა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ უნდა გამოიყენოს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.

მისი თქმით, ადამიანის გარდაცვალება პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა თავიანთი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ უნდა გამოიყენოს.

“ოპოზიციას ხელისუფლებისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილი აქამდეც ჰქონდა და შემდეგაც ექნება – ადამიანის გარდაცვალება პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა თავიანთი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ უნდა გამოიყენოს. სამწუხარო ფაქტი მოხდა. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზასა და გამოძიებას, რომელიც საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას აწვდის. რაც გადადგომის მოთხოვნას ეხება, თქვენ იცით, რომ ოპოზიციას ხელისუფლებისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილი აქამდეც ჰქონდა, ამის შემდეგაც ექნება. ბუნებრივია, საზოგადოება ხედავს, რომ რაიმე სახის საფუძვლები უნდა არსებობდეს, რაც არ არსებობს. ერთია, ადამიანის გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ეს არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა თავიანთი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები