ლევან ნიკოლეიშვილი: ადამიანის გარდაცვალების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ იკმარეს, ახლა ტვ პირველის დირექტორი ფეიკებს ავრცლებს

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ლექსო ლაშქარავა აგვისტოს ომის ვეტერანად მოიხსენიეს.

“ადამიანის გარდაცვალების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ იკმარეს და ახლა, ტვ პირველის დირექტორი ფეიკებს ავრცლებს, რომ გაამძაფროს ისედაც არასახარბიელო მდგომარრობა. ნათელში იყოს გარდაცვლილი ოპერატორის სული, მაგრამ აი მსგავსი ბინძური მეთორების გამოყენება, მსგავსი ტყუილების ტირაჟირება ისევ და ისევ გარდაცვლილი ადამიანის შეურაცხყოფაა!!!”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები