“მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან დაკავშირებული საქმის სხვა მასალების გარკვევამდე, შეჩერდეს აღნიშნული ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ ა.წ. 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი” – ილია მეორე
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს საპატრიარქოს გაფართოებული სინოდალური კომისიის ა.წ. 19 ივნისის დასკვნის საფუძველზე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული საქმის სხვა მასალების გარკვევამდე, შეჩერდეს აღნიშნული ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ ა.წ. 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, – წერია ინფორმაციაში.