“დღეს, როგორც არასოდეს, კაცობრიობა მშვიდობას იხვეწება; დაე, დიპლომატიამ ჩაახშოს იარაღი” – რომის პაპი
„ამ დრამატულ სცენარში, რომელიც ისრაელსა და პალესტინას ითვალისწინებს, არსებობს მოსახლეობის ყოველდღიური ტანჯვის დავიწყების რისკი – განსაკუთრებით ღაზაში და სხვა ტერიტორიებზე, იმის მიუხედავად, რომ ადეკვატური ჰუმანიტარული დახმარება უფრო სასწრაფო ხდება”, – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ საკვირაო წირვის დროს ისაუბრა.
“დღეს, ისე, როგორც არასოდეს, კაცობრიობა მშვიდობას იხვეწება. დაე, დიპლომატიამ ჩაახშოს იარაღი. ერებმა თავიანთი მომავალი მშვიდობის გზით უნდა შექმნან, და არა ძალადობით,“ – განაცხადა პაპმა.
შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.