პუტინი: რუს და უკრაინელ ხალხს ერთ ხალხად მივიჩნევ, ამ გაგებით, მთელი უკრაინა ჩვენია
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსებსა და უკრაინელებს ერთ ხალხად მიიჩნევს.
„მე უკვე ვთქვი, რომ რუს და უკრაინელ ხალხს ერთ ხალხად მივიჩნევ. ამ გაგებით, მთელი უკრაინა ჩვენია“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.