მათიკაშვილი – „ნაცმოძრაობაზე“: მსგავსი სადისტური და ტირანული რეჟიმები საქართველოს ხელისუფლებაში აღარ უნდა დაბრუნდნენ
“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ერთი მხრივ ხდება ფაქტობრივად, რეტროსპექტივა ყველა იმ ქმედებისა, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საკუთარი ერის და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინა და ასევე, 2012 წლიდან დღემდე განხორციელებული ქმედებები მოხვდა დროებით საგამოძიებო კომისიის დღის წესრიგში”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა კარგად დაუგდონ ყური იმ მოცემულობას, რაც ხდება საქართველოს პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის სპექტრში და კიდევ ერთხელ მიხვდნენ, რომ მსგავსი სადისტური და ტირანული რეჟიმები საქართველოში ხელმეორედ ხელისუფლებაში აღარ უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.