წვიმა, სეტყვა, ელჭექი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
22 ივნისის გვიანი საღამოდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – წერია ინფორმაციაში.