„ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას” – კაია კალასი
“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს განიხილავენ”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი X-ზე წერს.
„ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია“, – წერს კალასი.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.