“ირანმა არ მოუსმინა დიპლომატიას და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობები არ გამოიყენა” – დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრი
“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინასწარ გვაცნობა დაგეგმილი აქტივობების შესახებ, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ხდებოდა, მაგრამ დიდი ბრიტანეთი ამ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდა”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრი, ჯონათან რეინოლდსი აცხადებს.
“ირანსა და ირანის რეჟიმს, რეგიონში მათი ქცევისა და იმ რისკის გამო, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ვერ მივცემდით ბირთვული იარაღის ქონის უფლებას.
ირანმა არ მოუსმინა დიპლომატიას და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობები არ გამოიყენა.
ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ. ახლა ჩვენი ყურადღება დეესკალაციასა და სტაბილურობისაკენ უნდა იყოს მიმართული”, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრმა.