“ირანი აგრძელებს  ტერიტორიისა და ხალხის დაცვას ყველა საჭირო საშუალებით არა მხოლოდ აშშ-ის სამხედრო აგრესიისგან, არამედ ისრაელის რეჟიმის უგუნური და უკანონო ქმედებებისგანაც” – აბას არაღჩი

Iran's Foreign Minister Seyed Abbas Araghchi speaks during a joint press conference with his Iraqi counterpart in Baghdad on October 13, 2024. - Iran's top diplomat vowed upon his arrival in the Iraqi capital there would be "no red lines" for the country in defending its people and interests, ahead of Israel's expected retaliation for Iran's recent missile attack. (Photo by Murtaja LATEEF / AFP)

“ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თავდასხმა გაეროს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ სუვერენიტეტზე, კიდევ ერთხელ ავლენს შეერთებული შტატების მტრულ დამოკიდებულებას მშვიდობის მაძიებელი ირანელი ხალხის მიმართ, რომელიც არასდროს წავა კომპრომისზე საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე,” –  ამის შესახებ  ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

აღნიშნულით ის აშშ-ის მიერ ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბვას გამოეხმაურა.

“ირანის ისლამური რესპუბლიკა აგრძელებს ირანის ტერიტორიის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხალხის დაცვას ყველა საჭირო საშუალებით არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აგრესიისგან, არამედ ისრაელის რეჟიმის უგუნური და უკანონო ქმედებებისგანაც. შტატებმა არა მხოლოდ ირანს უღალატა დიპლომატიისადმი ჩვენი ერთგულების ბოროტად გამოყენებით, არამედ საკუთარი ამომრჩევლებიც მოატყუა. ჩვენ დიპლომატიას კარი ერთხელ გავუღეთ, მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დაბომბეს თეირანი. მოლაპარაკებებისთვის სივრცე ყოველთვის რჩება, თუმცა აგრესიაზე პასუხი იქნება აგრესია!

ასეთი აშკარა თავდასხმის შემდეგ, დუმილი მსოფლიო უპრეცედენტო საფრთხისა და ქაოსის ზღვარზე მიჰყავს. ირანის ისლამური რესპუბლიკა მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, მოიწვიოს საგანგებო სხდომა, რათა ცალსახად დაგმოს შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულებრივი აქტი და პასუხისგებაში მისცეს ვაშინგტონის ადმინისტრაცია, გაეროს ქარტიის ფუნდამენტური პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისთვის,” – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები