“მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა იყოს” – ქადაგიშვილი
“მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა იყოს”‘ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში კორუფციის დაბალი მაჩვენებლების მიხედვით. ფინანსების და ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთოდ ლიდერი სახელმწიფოა. მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა იყოს. ამიტომ სწორედ ეს არის ის პოლიტიკა და ის მიდგომა, რითაც ხელისუფლება მოქმედებს და კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა ყველას, ვისაც ასეთი დარღვევა, გადაცდომა და დანაშაული ექნება ჩადენილი, მასთან დაკავშირებით კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.