იტალიის თავდაცვის მინისტრი: ნატოს ამჟამინდელი სახით არსებობას აზრი აღარ აქვს
იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ მსოფლიოში ძალთა ბალანსის ცვლილების გათვალისწინებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადახედვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კროზეტოს თქმით, „ნატოს ამ ფორმით არსებობას აზრი აღარ აქვს“, რადგან ატლანტიკური რეგიონი აღარ არის მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი.
„ოდესღაც აშშ და ევროპა იყო ცენტრი, ახლა კი ყველაფერი დანარჩენი არსებობს, რომლებთანაც ურთიერთობა უნდა დალაგდეს“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა პადუაში გამართული კონფერენციის ფარგლებში.
„თუ ნატო შეიქმნა მშვიდობისა და ურთიერთდაცვის უზრუნველსაყოფად, ან ხდება ორგანიზაცია, რომელიც ამ ამოცანას გლობალურ სამხრეთთან ურთიერთობით საკუთარ თავზე იღებს, მაშინ ის სრულიად განსხვავებულ რამედ იქცევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივაღწევთ უსაფრთხოების მიზანს, ყველასთვის გავრცელებული წესების ფარგლებში“, – განმარტა მან.
კროზეტო ასევე სკეპტიკურად არის განწყობილი ევროპის როლის მიმართ მსოფლიოში და აღნიშნავს: „მისი დრო წავიდა და ამას მწუხარებით ვამბობ“.
„მსოფლიო შეიცვალა. გაეროს მსოფლიოში ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ევროპას, ანუ, არც… ნაკლები, ვიდრე ჩინეთი, ნაკლები, ვიდრე ინდოეთი, ან ნაკლები, ვიდრე ისრაელი“, – განაცხადა იტალიელმა მინისტრმა.