ირანის საგარეო უწყება: აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო – ირანის ლეგიტიმური უფლებაა, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას

“აშშ-მა, ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით, ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო”, –  ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

„მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ დიპლომატიური პროცესის შუაგულში სწორედ შეერთებულმა შტატებმა უღალატა დიპლომატიას. აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო.

ირანის ლეგიტიმური უფლებაა, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და დაიცვას ირანის ეროვნული უსაფრთხოება და ინტერესები ყველა საჭირო საშუალებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები