ლალი მოროშკინა: ლექსოს სიკვდილმა საქართველო კვლავ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე დააყენა

“SOS!
დღეს წყდება საქართველოს ბედი!
არ მიყვარს არავის შეშინება იმიტომ, რომ თავად არ ვარ მშიშარა ადამიანი, მაგრამ ლექსოს სიკვდილმა საქართველო კვლავ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე დააყენა”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.

მოროშკინა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს უსამძიმრებს.

“პირველ ყოვლისა, უდიდესი სამძიმარი, ამ არაჩვეულებრივი ადამიანის გარდაცვალების გამო, როგორ მის ოჯახს, ასევე ტვ.პირველს….
ახლა რა მოხდება:
ამ ენითაუღწერელ ტრაგედიას წინ უძღვოდა აშშ-ს ელჩის უმწვავესი განცხადება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით. ფაქტია, რომ უკვე მომხდარი ტრაგედიის შემდგომ ეს განცხადება კიდევ უფრო გამწვავდება, და არა მხოლოდ Აშშ-ს ელჩისგან.
პრემიერის წასვლა ამ სიტუაციაში გამოიწვევს რადიკალურად განწყობილი ჯგუფების გააქტიურებას, როგორც ბარიკადების ერთ, ასევე მეორე მხარეს.
სიტუაცია შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს, რადგან ყველას ესმის, რომ პრაიდის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულები იდენტიფიცირებულები არიან და ე.წ. ლიბერალური ჯგუფების სამიზნეს წარმოადგენენ, ამიტომ მათ დასაკარგი არაფერი არ აქვთ და ქუჩაში დაიცავენ საკუთარ თავს. ე.წ ლიბერალურმა ფლანგმა კი ამ საზარელი ტრაგედიით, კარტბლანში მიიღო.
ცნობისათვის, ეს ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ დიდი ხანია იგეგმებოდა, ახლა მხოლოდ დეტალები დარჩა და ჩვენ სრულიად ახალ, უმძიმეს რეალობაში აღმოვჩნდებით….
P.S.ისე კი, არცერთი სკამი არ ღირს, ერთი ვაჟკაცის შეწირულ სიცოცხლედ-ეს ჩემი სუბიექტური აზრია…”, – წერს მოროშკინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები