გიორგი გახარია: ჩვენ თუ არ მივეჩვიეთ იმას, რომ სახელმწიფო არის პირველი და მე ვარ მეორე – არაფერი არ გამოვა

ჩვენ თუ არ მივეჩვიეთ იმას, რომ სახელმწიფო არის პირველი და მე ვარ მეორე – არაფერი არ გამოვა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან პარტია „საქართველოსთვის“ მიზნები და გეგმები მარტვილის მოსახლეობას გააცნო და აღნიშნა, რომ პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს.

„საშუალო კლასი უნდა იყოს აქაც – მარტვილშიც. ეს ნიშნავს, რომ ოჯახს უნდა ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი. ეს არის მიზანი და იცოდეთ, რომ ეს შესაძლებელია, ამაში არაფერი შეუძლებელი არ არის. ამისთვის კორუფცია არ უნდა იყოს, ნეპოტიზმი არ უნდა იყოს. შენი მეზობლის შვილი, შენ შვილზე უკეთესი თუ არის, უნდა თქვა, რომ ეს ასეა, უნდა დაუთმო გზა და ეს უნდა გააკეთო ქვეყნის გულისთვის.

ჩვენ თუ არ მივეჩვიეთ იმას, რომ სახელმწიფო არის პირველი და მე ვარ მეორე – არ გამოვა არაფერი. აქედან იწყება ყველაფერი ცუდი. მერე ამბობ „ჩემი ბიძაშვილი, მამიდაშვილი, შვილი“…ღირსეული ნიჭიერი ადამიანები აქ იკარგებიან.

ამიტომ, არანაირი პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს. ახლა, მე შეიძლება ცოტა პირდაპირ ვლაპარაკობ, მაგრამ სიმართლე ეს არის. სანამ ჩვენ არ გავიგებთ, რომ თუ პირველ რიგში, ნიჭი, ტალანტი და შრომისუნარიანობა არ დაფასდა და თუ ამას ცოტა სხვანაირად მივუდექით – არაფერი არ გამოვა. მერე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქვეყანა კი მიდის წინ – მაგრამ, ისე ნელა მიდის, რომ არ გვაწყობს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები