ამირან სალუქვაძე: რატომ უძღვნით პირველ, ყველაზე რეიტინგულ და ცქერად წუთებს კრიმინალს, თქვენ თრგუნავთ მოსახლეობას

“ეს საინფორმაციო პოლიტიკა ნორმალურია? წლებია, ვწერ, რომ ესაა მოსახლეობის ფსიქიკის გამიზნულად დათრგუნვა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რატომ უნდა ეძღვნებოდეს საინფორმაციო გამოშვებების ყველაზე რეიტინგული წუთები კრიმინალს.

,,მერე სწყინთ, როცა ვწერ… 12-საათიანი ,,კურიერის” პირველი 5 სიუჟეტი ეხებოდა კრიმინალს, გარდაცვალებასა და ეპიდემიას.

სენაკში გამართული თავდაცვის ძალების ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ პრეზიდენტი, პრემიერი და თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალები, გავიდა მე-6 სიუჟეტად.

ეს საინფორმაციო პოლიტიკა ნორმალურია? წლებია, ვწერ, რომ ესაა მოსახლეობის ფსიქიკის გამიზნულად დათრგუნვა. ზოგიერთებისგან არაა გასაკვირი. მათ ზუსტად ეს მიზანი აქვთ, მაგრამ თქვენ რატომ აკეთებთ?

სტატისტიკას თუ გადახედავთ, ათასჯერ დავწერე, ყოველ დღე ქვეყანაში ხდება 100 სამართალდარღვევა. თუ კრიმინალური ქრონიკა ხართ, რატომ აშუქებთ მხოლოდ რამდენიმეს? თუ არ ხართ, მაშინ რატომ უძღვნით პირველ, ყველაზე რეიტინგულ და ცქერად წუთებს კრიმინალს? გაქვთ პასუხი? არა. მე მაქვს. თქვენ თრგუნავთ მოსახლეობას. ჩართეთ ნებისმიერი ევროპული ქვეყნის საინფორმაციო გამოშვება და დარწმუნდებით, რომ სიმართლეს ვწერ. იმედია, გაგაგონეთ?,” – წერს სალუქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები