ილია მეორემ უვადო მსჯავრდებულები დაასაჩუქრა
სპეციალურ პენიტენციურ სისტემაში მოთავსებულმა უვადო მსჯავრდებულებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისგან საჩუქრები მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
უწმინდესის მიერ გაგზავნილი ტკბილეული, წიგნები და სანთლები უვადო მსჯავრდებულებს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გადასცეს.
,,თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა და მსჯავრდებულებმა კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს საპატრიარქოს უვადო პატიმრებზე მუდმივი ზრუნვისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.