ირაკლი ზარქუა: სასამართლო სისტემაში გამოწვევებია და ამას არავინ უარყოფს

“სასამართლო სისტემაში გამოწვევებია და ამას არავინ არ უარყოფს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი მიმდინარეობს.

„თავიდან საუბარი იყო, რომ დაპაუზებულიყო, ჩვენ ეს პროცესი შევაჩერეთ და მას შემდეგ, რაც რეფორმები გატარდა, ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ღია და გამჭვირვალე ყოფილიყო შერჩევის პროცედურა, ამის შემდეგ პროცესი გაგრძელდა. სასამართლო სისტემაში გამოწვევებია და ამას არავინ უარყოფს, მათ შორის, გამოწვევაა ის, რომ უზენაეს სასამართლოში სასურველ რაოდენობასთან შედარებით მოსამართლეთა მიზერული რაოდენობა არსებობს და ისევ მოქალაქეები ზარალდებიან, ვისაც სურთ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ. აქედან გამომდინარე, პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები