რა საკითხებზე იმსჯელეს უმრავლესობის სხდომაზე – შალვა პაპუაშვილის განმარტება

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე, ადგილობრივ არჩევნებსა და 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

“დღეს გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა. იცით, რომ მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება. ჩვენ უახლოეს მომავალში მოგვიწევს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომების ჩატარება ამ საკითხთან დაკავშირებით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მოგვახსენა როგორ მიმდინარეობს პროცესი და რა ვადაში დასრულდება.

ასევე, სტუმრად გვყავდა უმრავლესობის ყოფილი წევრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც ეკონომიკაში მიმდინარე ზრდის ტენდენციებზე გაგვაცნო მოკლე ინფორმაცია, მათ შორის, ტურიზმის მიმართულებით.

ასევე ვისაუბრეთ ადგილობრივ არჩევნებზე, მათ შორის, საპარლამენტო გუნდის ჩართულობაზე არჩევნების კუთხით. როგორც მაჟორიტარების, ისე საარჩევნო სიით გასული დეპუტატები აქტიურად რომ ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში, როდესაც ის დაიწყება.

გვქონდა საუბარი გასულ დღეებში მიმდინარე ძალადობის ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ”, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები