გურამ მაჭარაშვილი გიგი უგულავაზე – რწმენაც შეერყა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შენდობა უგულავას უფრო სჭირდება, ვიდრე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს.

„გიგი უგულავას წარუმატებლობის ეტაპი აქვს საკუთარ პარტიაში, ზოგადად პოლიტიკაში და როგორც ჩანს, ახლა რწმენაც შეერყა და უკვე პატრიარქის შეურაცხყოფაზე გადავიდა.

თავად ახსენა შენდობა და ეს მას უფრო სჭირდება ახლა ვიდრე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები