უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი – ჩვენ გვაქვს ის ღირსება, რომ პანღურს არ ამოირტყამს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი რევაზ ნადარაია აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა წლებია დამოუკიდებლობას კბილებით იცავს. ამის შესახებ მან  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“სასამართლო სისტემა ღირსეული ადამიანების კორპუსია, კბილებით წლებია დამოუკიდებლობას იცავს.

უკვე ისე გაიზარდა, მის დამოუკიდებლობაში ჩარევას არ დაუშვებს! კარგად დაიმახსოვრეთ, ჩვენ გვაქვს ის ღირსება, რომ პანღურს არ ამოირტყამს. სასამართლო სისტემა ღირსეული ხალხისაა”, – განაცხადა კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები