ნიდერლანდებმა ევროსაბჭოში, საქართველოს სამოქმედო გეგმისთვის 50 ათასი ევრო გამოყო

 

ნიდერლანდელებმა ევროპულ საბჭოში საქართველოს სამოქმედო გეგმისთვის ნებაყოფლობით 50 ათასი ევროს ოდენობით შეიტანა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს საიტზე გავრცელდა.

”ნიდერლანდებმა ნებაყოფლობით შეიტანეს ევროპის საბჭოში 301 200 ევრო. ელჩმა როლანდ ბეკერმა აიღო ფინანსური ვალდებულებები, გენერალური მდივნის მოადგილის ბიორნ ბერჟის თანდასწრებით. 100,000 ევრო დაიხარჯება უკრაინის სამოქმედო გეგმაზე, 50,000 ევრო საქართველოს სამოქმედო გეგმაზე”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

დანარჩენი თანხა სხვადასხვა პროექტებს მოხმარდება, მათ შორის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ბრაიტონის კონფერენციას, ლგბტ პროექტებს, ჟურნალისტების დაცვის პლატფორმას და ELSA Moot Court- ის ყოველწლიურ კონკურსს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები