ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა დამთავრდა – “სპუტნიკით” აცრაზე რეგისტრაცია შეჩერდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ამოიწურა.

კრემლმა, მრავალთვიანი ლოდინისა და თხოვნის შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს “სპუტნიკი” აპრილის ბოლოს გადასცა.

ოკუპირებულ აფხაზეთს 6,5 ათასი დოზა ერგო, აქედან პრეპარატის ორივე კომპონენტით აცრილია 1679 პირი, ხოლო ერთი დოზით – 2 995. ვაქცინის მეორე კომპონენტით აცრის პერიოდია, დაახლოებით, ერთი თვე.

დღეს დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. მთავრობა რუსეთთან ვაქცინის ახალი პარტიის მიღებაზე მოლაპარაკებას მართავს.

როგორც სოხუმის ჯანდაცვის სამმართველოს ე.წ.უფროსმა, ირმა ვოუბამ თქვა, იმ პირთა მონაცემი იქნება შენახული, რომლებმაც პრეპარატის პირველი დოზა მიიღეს და, ვაქცინის ახალი პარტიის მიღების შესაბამისად, მათ დაუკავშირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები