რატი ბრეგაძე რუმინეთის ელჩს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი რუმინეთის ელჩს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძე და რეზვან როტუნდუ შეთანხმდნენ, რომ მხარეები იმუშავებენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე. ორივე მხარისთვის პრიორიტეტულია არსებული კარგი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. შეხვედრაზე იმსჯელეს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის თემაზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები