ვახტანგ გომელაური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფება
შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფება.
ვახტანგ გომელაური ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
მანამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილთან დახურული მოლაპარაკება საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ გამართა.
ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა საპატრიარქოს პრესსპიკერიც, თუმცა, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ის მოლაპარაკებას არ დასწრებია.