მიხეილ სარჯველაძე: დასანანია, რომ ოპოზიცია და სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესს არ უერთდებიან

“დასანანია, რომ ოპოზიცია და სახალხო დამცველი არ უერთდებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესს”, –ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ სრული წარმომადგენლობა ყოფილიყო.

„დასანანია, რომ ოპოზიცია და სახალხო დამცველი არ უერთდებიან ამ პროცესს ან ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები. მართლაც ძალიან კარგი იქნებოდა, რომ სრული წარმომადგენლობა ყოფილიყო და შეფასების მეტი შესაძლებლობა ყოფილიყო კანდიდატებისა. ეს მნიშვნელოვანია, უპირველესად, მათთვისვე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, ქეთევან მესხიშვილისა და რევაზ ნადარაიას მოსმენა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები