პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების – ქეთევან მესხიშვილისა და რევაზ ნადარაიას მოსმენა მიმდინარეობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატის – ქეთევან მესხიშვილისა და რევაზ ნადარაიას მოსმენა მიმდინარეობს.

პარლამენტის ინფორმაციით, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, კომიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრული რეგლამენტის თანახმად, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ასევე, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოყოფილი აქვთ ფიქსირებული დრო.
პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა. იურდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები