რატი იონათამიშვილი: რაც უფრო მეტს იკადრებს და გააკრიტიკებს მელია კუჭავას, მით უკეთესი იქნება ეს კუჭავასთვის და მით უფრო უარესი მელიასთვის
“ნიკა მელია არის კარიკატურული პოლიტიკოსი, ხოლო კახა კუჭავა პროგრესული, ევროპული ტიპის პოლიტიკოსი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, რაც უფრო მეტს იკადრებს და გააკრიტიკებს მელია კუჭავას, მით უკეთესი იქნება ეს კუჭავასთვის და მით უფრო უარესი მელიასთვის.
„ორ პოლიტიკოსს, ნიკა მელიასა და კახა კუჭავას ერთმანეთს თუ შევადარებთ, ნიკა მელია არის კარიკატურული პოლიტიკოსი, ხოლო კახა კუჭავა – პროგრესული, თანამედროვე, ევროპული ტიპის პოლიტიკოსი. ამიტომ, რაც უფრო მეტს იკადრებს და გააკრიტიკებს მელია კუჭავას, მით უფრო უკეთესი იქნება ეს კუჭავასთვის და მით უფრო უარესი მელიასთვის“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას”.