გურამ მაჭარაშვილი: გახარიას განცხადება არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული, ასევე მისი პოლიტიკური ორგანიზაციის, რადგან ის დღეს ოპოზიციონერი არ არის, არის გადამდგარი პრემიერი
გახარიას განცხადება არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული, ასევე მისი პოლიტიკური ორგანიზაციის, რადგან ის დღეს ოპოზიციონერი არ არის, არის გადამდგარი პრემიერი, – ასე უპასუხა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა გიორგი გახარიას განცხადებას.
მისი თქმით, გახარიას განცხადება არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული.
„გიორგი გახარიამ თავისი განცხადებით საკუთარი თავი დაიზიანა, რადგან თავად იყო პრემიერი და 20 ივნისის მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა მას ჰქონდა და თუ არიდებადი იყო ეს კონფლიქტი და ძალადობა, 20 ივნისს რატომ ვერ მოახერხა დაზიანებების არიდება? ასევე პანკისის სპეცოპერაციის დროს? ამ შეფასების გაკეთება არ მეხალისება, მაგრამ მისი განცხადებები იძულებულს მხდის, რომ საზოგადოებას ის რეალობა ვუთხრათ, რაშიც ვცხოვრობთ. როცა გიორგი გახარია ამბობს, რომ სახელმწიფო არის ჩამოშლილი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მას კარგა ხნის განმავლობაში ჰქონდა იმის განცდა, რომ გუნდის დატოვებას აპირებდა. თუმცა არა მხოლოდ ამ გუნდის, არამედ ქვეყნის იმიჯის დაზიანებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მისი განცხადება არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული, ასევე მისი პოლიტიკური ორგანიზაციის, რადგან ის დღეს ოპოზიციონერი არ არის, არის გადამდგარი პრემიერი. “, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
5 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა კონსტიტუცია და ვერ დაიცვა მოქალაქეები ძალადობისგან, რაც იყო უუნარობის გამოხატულება.