ირაკლი ქადაგიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელს მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომლითაც დაცულია საქართველოში ყველა ადამიანის უფლება
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელს მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომლითაც დაცულია საქართველოში ყველა ადამიანის უფლება”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზეა მოგვარებული.
„ჩვენ გარკვეულ მოწოდებაზე ხელის მოწერა არ გვჭირდებოდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელს მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომლითაც დაცულია საქართველოში ყველა ადამიანის უფლება, მათი პიროვნული უსაფრთხოება, სამსახურეობრივი, სოციალური ინტეგრაცია და ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანისა და მისი უფლებების დაცვისთვის, განურჩევლად მისი ორიენტაციისა. ჩვენ ეს საკითხი სისტემურად საკანონმდებლო დონეზე მოვაგვარეთ, საკანონმდებლო დონეზე მოვაგვარეთ ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ოჯახის დეფინიცია. ეს ყველაფერი კონსტიტუციაში და საკანონმდებლო დონეზე გვაქვს მოწესრიგებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.