გია ვოლსკი – გიორგი გახარიას განცხადებაზე: რა შობს შუბლზე ასეთ ძარღვგაწყვეტილობას, ვერ ვხსნი

“ძალადობა რომ ძალადობას შობს, დაგიდასტურებთ, მაგრამ რა შობს ასეთ შუბლზე ძარღვგაწყვეტილობას, ვერ ვხსნი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებული მოვლენების შესახებ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას შეფასებას.

ვოლსკის თქმით, ძალადობა არ არის ის თემა, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებს.

“ძალადობა რომ ძალადობას შობს, დაგიდასტურებთ, მაგრამ რა შობს ასეთ შუბლზე ძარღვგაწყვეტილობას, ვერ ვხსნი. ძალადობა არ არის ის თემა, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებს, მათ შორის, არ ახასიათებდა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის დროსაც”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ “პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა: “უმძიმესი საყურებელი იყო, როცა ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როცა სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან მოქალაქეები – ეს უუნარობის გამოხატულება იყო”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები