ოლივერ ვარჰეი: იმედი მაქვს, რომ ახლა შეგვიძლია მომავალ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაზე ფოკუსირება, ეს გეგმა საქართველოს თითქმის 4 მილიარდი ევროს სარგებელს მოუტანს

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ,,ტვიტერში” ეხმაურება.

მან სასამართლო რეფორმის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

,,ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოსა და მის ხალხს რთულ პერიოდებში, როგორიცაა COVID-19 კრიზისისა და პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძლა. იმედი მაქვს, რომ ახლა შეგვიძლია მომავალ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაზე ფოკუსირება.

ეს გეგმა პირდაპირ სარგებელს მოუტანს საქართველოს თითქმის 4 მილიარდი ევროს ინვესტიციით და 5 ფლაგმანი ინიციატივით, განსაკუთრებით კავშირის გასაუმჯობესებლად, იქნება ეს საავტომობილო, სარკინიგზო, შავი ზღვის გავლით თუ ციფრული. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ პოტენციალის გამოსაყენებლად და ადგილზე რეალობის შესაცვლელად.

რაც შეეხება რეფორმებს, ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ პროგრესი სასამართლო რეფორმის მიმართულებით.

პრემიერ მინისტრთან ასევე განვიხილე ბოლოდროინდელი მოვლენები: ძალადობა და ვანდალიზმი მიუღებელია. ქართველმა ხალხმა იცის დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი”, – წერს ოლივერ ვარჰეი. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები