გიორგი გახარია: უმძიმესი საყურებელი იყო, როცა ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, სახელმწიფო ვერც კონსტიტუციას იცავდა და ვერც მოქალაქეებს

“სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები მასობრივი დევნისგან, ვერ დაიცვა ტურისტები – ეს უუნარობის გამოხატულება იყო”, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას – მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, როცა აწყობთ მემარცხენეებს.

„ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები მასობრივი დევნისგან, ვერ დაიცვა ტურისტები. ეს უუნარობის გამოხატულება იყო. ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო, სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა მე რისკების შესახებ, ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებაზე, თურმე სხვები არიან პასუხისმგებლები – ეს უკვე უსუსურობაა. მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას – მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, როცა აწყობთ მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე, ეს უპასუხისმგებლობაა. ამ ადამიანებს სახელმწიფოს ფუნქცია გააზრებული არ აქვთ, სახიფათოა. არაკომპეტენტურობის გარდა, ეს არის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი”, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები