ოლივერ ვარჰეი: ჩვენ საქართველოს მივცემთ საშუალებას, პირდაპირ შემოგვიერთდეს იმ ეტაპზე, რაც ახლა არის ევროკავშირში

“ჩვენ საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს გადაახტეს და პირდაპირ შემოგვიერთდეს იმ ეტაპზე, რაც ახლა არის ევროკავშირში”, – ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გაუმჯობესდება წვდომა ციფრულ სერვისებზე მთელ ქვეყანაში და ასევე საქართველო წარედგინება ჩვენს ახალ მწვანე კონცეფციასა და ჩვენს მეგობრებს.

„პრემიერმინისტრთან საუბრისას დავადგინეთ, რომ მთავარი დაბრკოლება და სისუსტე ეკონომიკასა თუ საზოგადოებაში არის დაკავშირებადობის ცნების არქონა, იქნება ეს გზები და რკინიგზა, თუ იქნება გამოუყენებელი პოტენციალი, რაც შავი ზღვის რეგიონში არსებობს. იქნება ეს დაკავშირებადობა ელექტრო და ინტერნეტ ქსელებთან. ყველა ეს ასპექტი დიდი პოტენციალის მქონეა და შეუძლია, საქართველოს ეკონომიკა წინ წაიყვანოს და ახალ განზომილებაში გარდაქმნას. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლითაც დაკმაყოფილდება ეს გამოწვევა და დაკავშირებადობა შეიქმნება ეკონომიკის გაძლიერების, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერების, ადგილობრივი თემების გაძლიერების სახით. გაუმჯობესდება წვდომა ციფრულ სერვისებზე მთელ ქვეყანაში და ასევე საქართველო წარედგინება ჩვენს ახალ მწვანე კონცეფციასა და ჩვენს მეგობრებს. ჩვენ საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს გადაახტეს და პირდაპირ შემოგვიერთდეს იმ ეტაპზე, რაც ახლა არის ევროკავშირში. ამ გეგმით საქართველო შეძლებს მინიმუმ 3,9 მილიარდი ევროს ინვესტიციის მოზიდვას. ეს არის ერთი მესამედი იმისა, რაც ქვეყანას მშვიდობის პერიოდში, კოვიდის კრიზისამდე ჰქონდა, მთლიანი შიდა პროდუქტის სახით. ეს არის დახმარების აზრიანი დიდი პაკეტი, თუმცა, ეს არის უშველებელი ამოცანა“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები