ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყებაზე განაცხადეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი ე.წ.სანიტარი, მარინა კოჩიევა აცხადებს, რომ ე.წ. რესპუბლიკაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.
მისი თქმით, გავრცელების პიკზე საუბარი ნაადრევია.
“ოქტომბერში გვქონდა დაავადების პიკი. ამ პერიოდიდან მაისამდე ეტაპობრივი კლება გვქონდა – 2020 წლის ოქტომბერში 43%-დან, მაისში – 4%-მდე. მაგრამ ივნისის მეორე კვირიდან აღინიშნება გავრცელების ზრდა – გაკეთებული ტესტებიდან დადებითი 11% იყო”, – თქვა მან.
კოჩიევას თქმით, დაავადების ზრდა მოსალოდნელია მოსახლეობის “მოდუნებიდან” გამომდინარე, მათი მხრიდან პირბადის ტარების რეჟიმის, სოციალური დისტანცირების დაცვის უგულებელყოფის გამო.
სანიტარი ვარაუდობს, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთში ინდური შტამი ცირკულირებს. მისი თქმით, უახლოეს დღეში შეიკრიბება ოპერატიული შტაბი, რომელიც აუცილებელ ზომებზე იმსჯელებს.
ბოლო ერთ დღეში ე.წ. რესპუბლიკაში ინფიცირების 17 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი დღით ადრე კი – 43
პანდემიის დაწყებიდან სულ 3 580 შემთხვევა დადასტურდა.