დავით ზალკანიანი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს ანარ კირიმოვს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის 6 ივლისს, ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, ანარ კარიმოვთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობას.
ასევე, განხილულ იქნა კულტურის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები და ინიციატივები როგორც ორმხრივ, ისე – მრავალმხრივ ფორმატებში.
აღინიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის სხვადასხვა ერთობლივი პროექტის დაგეგმვა და განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კულტურის სფეროშიც. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები