შოთა ფალავანდიშვილი: პასუხისმგებლობა გეკისრებათ ყველას, ვინც ამბობდით – “კაი, ამაზე არ ჩამწერო, მე ვერ რა, გთხოვ”, თქვენ, ყველამ საზარბაზნე ხორცობისთვის გაგვწირეთ

“პასუხისმგებლობა გეკისრებათ ყველას! ყველას, ვინც ამბობდით – “კაი, ამაზე არ ჩამწერო, მე ვერ რა, გთხოვ” ! თქვენ, ყველამ საზარბაზნე ხორცობისთვის გაგვწირეთ”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, შოთა ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გუშინ პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსმა დაგმო ძალადობა მოვლენების პარალელურად.

,,რომან გოცირიძე, თიკა ბოკუჩავა, ანი წითლიძე, სანდრო რაქვიაშვილი, სერგო ჩიხლაძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ნინო წილოსანი – აი, იმ პოლიტიკოსთა სია, ვინც გუშინ მოვლენების პარალელურად პარლამენტში გამოვიდა, ღიად დაგმო აგრესია და ისაუბრა ამ სიძულვილის რეალურ მასაზრდოებელ წყაროზე!

მერე, 5 საათზე, ღამის ეთერში და ,,ფეისბუქზე”, ყველაფერმა რომ ჩაიარა ყველა სოლიდარულო გახდა და თავმომწონედ გმობდა ძალადობას. (თუმცა, მაინც შიშით და მოწიწებით გვერდს უვლიდნენ პასუხისმგებლობის საპატრიარქოზე დაკისრებას).

დროა ყველაფერი პირდაპირ ითქვას – თქვენ გეშინიათ ბატონებო და თვითონვე ხართ ამ შიშის წამახალისებლები!

პასუხისმგებლობა გეკისრებათ ყველას! ყველას ვინც ამბობდით – “კაი ამაზე არ ჩამწერო, მე ვერ რა, გთხოვ” ! თქვენ ყველამ საზარბაზნე ხორცობისთვის გაგვწირეთ!

პ.ს. კიდე ბევრს და ღიად ვიტყვი ამიერიდან ყველაზე, ვინც ასე ფარისევლურად ცდილობს ორი ხმით მეტი მიიღოს არჩევნებზე,”- წერს შოთა ფალავანდიშვილი.

გუშინ ,,თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე მედიის ათეულობით წარმომადგენელი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები