“ვერ ხვდებიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ღვარძლიანი კრიტიკით საზოგადოებასა და ამომრჩეველში მის რეიტინგს კიდევ უფრო მაღლა სწევენ” – გია გაბრიჭიძე

“ვერ ხვდებიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ღვარძლიანი კრიტიკით საზოგადოებასა და ამომრჩეველში მის რეიტინგს კიდევ უფრო მაღლა სწევენ”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

“პირდაპირ რომ ვთქვა, ამ ე.წ. კრიტიკულ ტელევიზიებსა და ოპოპარტიებს მარკეტინგი აბსოლუტურად არ უვარგათ.

ვერ ხვდებიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ღვარძლიანი კრიტიკით საზოგადოებასა და ამომრჩეველში მის რეიტინგს კიდევ უფრო მაღლა სწევენ.

სწორედაც რომ საზოგადოებასა და ამომრჩეველში და არა უმუშევრად დარჩენილ მეკარვეებსა და “რა დროშა მოგვცა მიშამა” მომღერალ ხალხში, რომელთა რაოდენობა თანდათან უფრო მცირდება.

ის, რომ ე.წ. ოპოები, რომლებმაც ხელი მოაწერეს პრაიდის მხარდამჭერ “აქტს”, საერთოდ გადარჩაკდნენ და მათი წკმუილი “გამოხატვის თავისუფლების” შესახებ, ზუსტად ისეთ განცდას იწვევს, როგორც ხიდან ჩამოვარდნილი დამპალი მსხლის ხმა.

მოკლედ რომ ვთქვა, თავად ისვამენ ცელს და არავინ მათი მშველელი არ არის”, – წერს გაბრიჭიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები