ზაალ ანჯაფარიძე: ამ უკიდურესად რთულ და მგრძნობიარე სიტუაციაში პრემიერმა გააკეთა ის განცხადება, რასაც მას ავალებდა მისი სტატუსი – სუვერენული სახელმწიფოს პრემიერმინისტრის

“ამ უკიდურესად რთულ და მგრძნობიარე სიტუაციაში პრემიერმინისტრმა გააკეთა ის განცხადება, რასაც მას ავალებდა მისი სტატუსი – სუვერენული სახელმწიფოს პრემიერმინისტრის”, – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, უნდათ შექმნილი სიტუაციიდან „პოლიტიკური კოქტეილი“ გამოადნონ.

,,ნაცმოძრაობამ” და მათთან აფილირებულმა ჯგუფებმა, ტელეარხებმა თუ ორგანიზაციებმა დაიწყეს მასირებული შეტევა ხელისუფლებაზე და პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილზე. როგორც მოსალოდნელი იყო, უნდათ შექმნილი სიტუაციიდან „პოლიტიკური კოქტეილი“ გამოადნონ.

არადა, ჩემი აზრით, ამ უკიდურესად რთულ და სენსიტიურ სიტუაციაში პრემიერმინისტრმა გააკეთა ის განცხადება, რასაც მას ავალებდა მისი სტატუსი – სუვერენული სახელმწიფოს პრემიერმინისტრის”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

დღეს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები