ლაშა ხუციშვილი ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს.

მსურს ამერიკელ ხალხს, საქართველოში მცხოვრებ აშშ-ის მოქალაქეებს მივულოცო ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული.

ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენს ქვეყნებს მრავალი წელია ერთმანეთთან აკავშირებთ მაღალი დონის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში – დაწყებული თავდაცვისა და უსაფრთხოებიდან, დემოკრატიულ განვითარებაში ხელშეწყობით დამთავრებული.

ჩვენ გვაერთიანებს უნივერსალური ღირებულებები, ესაა: თავისუფლება, თანასწორობა, დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება და კანონის უზენაესობა.

დარწმუნებული ვარ ორ ქვეყანას შორის ეს სამაგალითო პარტნიორობა მომავალ წლებში უფრო განმტკიცდება”,- წერს ხუციშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები