არჩილ თალაკვაძე: ვულოცავ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს – დაე, ამ დღემ ამერიკელ ხალხს კეთილდღეობა, სიხარული და ბედნიერება მოუტანოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავ ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს. დაე, ამ დღემ ამერიკელ ხალხს კეთილდღეობა, სიხარული და ბედნიერება მოუტანოს. ძალიან ვამაყობთ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობით – ვდგავართ ერთად თავისუფლებისთვის, პროგრესისა და უსაფრთხოებისთვის“, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.