ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო გათიშული იყო, ჩაირთო
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო გათიშული იყო, ჩაირთო.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდი გუშინ გაითიშა.
ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო.