გოგა ჩანადირი: ნახეთ, რა ხდება შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთსა და შეკვეთილს შორის (ფოტო)
ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტსა და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს და შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყულ ნარჩენებზე წერს.
“ნახეთ, რა ხდება შავი ზღვის სანაპიროზე ქობულეთსა და შეკვეთილს შორის.
ზღვამ გამორიყა ნარჩენები, ის ნარჩენები, თავად ზღვა რომ დასაბინძურებლად გავიმეტეთ.
მოგვიანებით გაჩვენებთ, როგორი იქნება აქაურობა.
იწყება საქართველოს ზღვის სანაპიროს ყველაზე მასშტაბური დასუფთავება.
#მოუარესაქართველოს
Gulf Georgia
მოლაშქრეთა კლუბი იეტი • Hiking Club YETI
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”, – წერს ჩანადირი.