ნათია თურნავა: მიმდინარეობს ეკონომიკური აღდგენის პროცესი, 2-3 თვეა, ჩვენ მართლაც უპრეცედენტო ორნიშნა ზრდები გვიფიქსირდება

“მარტიდან მოყოლებული იცით, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, თან, აღმავალი ტემპით”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრაქტიკულად, ყველა ინდუსტრიაში იყო პოზიტიური დინამიკა, მაგრამ ძირითადი მაინც არის ტურიზმი, განთავსებისა და რესტორნების ინდუსტრია.

„მაისში, როგორც მოსალოდნელი იყო, დაფიქსირდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, თითქმის 26 პროცენტი. მარტიდან მოყოლებული იცით, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, თან ისეთი, აღმავალი ტემპით. 2-3 თვეა, ჩვენ მართლაც უპრეცედენტო ორნიშნა ზრდები გვიფიქსირდება. პრაქტიკულად, ყველა ინდუსტრიაში იყო პოზიტიური დინამიკა, მაგრამ ძირითადი მაინც არის ტურიზმი, განთავსებისა და რესტორნების ინდუსტრია. ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადამამუშავებელი ინდუსტრია, წარმოება, რომელმაც მართლაც ძალიან მაღალი კონკურენტუნარიანობა შეიძინა და ძალიან გვახარებს ეს ტემპი. ეს არის რეალური მწარმოებლური ეკონომიკის ნაწილი, სადაც ყველაზე მეტი დასაქმებაა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ზრდა არის არა მხოლოდ 2020 წლის მაისთან შედარებით, რომელიც მართლაც დაბალ ნიშნულზე იყო პანდემიის გამო, არამედ თუკი შევადარებთ 2019 წლის მაისს, როდესაც ეკონომიკა იყო საკმაოდ მაღალ ნიშნულზე, იმასთან შედარებითაც კი თითქმის ცხრა პროცენტით არის მომატებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები