გიორგი ხოჯევანიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“, სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას
„ქართულმა ოცნებამ“, სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იძულებულია, მიიღოს გარკვეული რადიკალური ზომები, რათა სასამართლოში მიმდინარე პროცესები გადაფაროს.
„იმის გამო, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად რეაბილიტაცია იმ საკითხების გადასაფარად, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, „ქართულმა ოცნებამ“, სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას. „ქართული ოცნება“ იძულებულია, მიიღოს გარკვეული რადიკალური ზომები, რათა გადაფაროს სასამართლოში მიმდინარე პროცესები. ამ თვალსაზრისით კარგი საშუალება იყო ჟვანიას გათავისუფლება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებოდა დატოვა.