“გახარიას პარტიას იმიტომაც ჰქვია “გახარიას პარტია”, რომ თავისი სახელი ვერ დაიმკვიდრეს – რაც გახარიაა, ის პარტიაა” – პაპუაშვილი
“გახარიას პარტიას იმიტომაც ჰქვია “გახარიას პარტია”, რომ თავისი სახელი ვერ დაიმკვიდრეს – რაც გახარიაა, ის პარტიაა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„სხვა პლატფორმებზე ბაქიბუქობენ, აბა, თუ ბიჭები ხართ, გამოდით და დებატები იყოსო. ბოლოს შეთავაზებაც იყო და მათი მხრიდან თანხმობაც, მაგრამ ბერლინიდან ზარი გაისმა და იქიდან ჩახსნეს, როგორც თავის დროზე ჩახსნეს, როცა ჩვენ მზაობა გვქონდა, რომ დებატები ღია გვქონოდა იმ ძალებთან, ვინც მაშინ პარლამენტთან ძალადობრივი შტურმით იყვნენ დაკავებულები. ამიტომ, უფრთხილდით ზარს ბერლინიდან – დაუჯერეთ ზარს, ქუთაისიდან, ბათუმიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.