“ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად ნუ აქცევენ განათლებას და, განსაკუთრებით, ნუ აქცევენ ამას პოლიტიკური ინტრიგების იარაღად” – პაპუაშვილი

“ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად ნუ აქცევენ განათლებას და, განსაკუთრებით, ნუ აქცევენ ამას პოლიტიკური ინტრიგების იარაღად”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

„უპირველეს ყოვლისა, მივმართავ აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, რომ როდესაც პროცესში გამოცხადებულია უმაღლესი განათლების ისტორიული რეფორმა, რომელსაც ისტორიული შედეგები ექნება უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად გაუმჯობესების მხრივ, არ აჰყვნენ იმ ხალხს, რომლებსაც პირდაპირ ზიზღი აქვთ აკადემიურ პერსონალის, სტუდენტების მიმართ და როგორც კი მათ სასარგებლოს ვერ გაიგებენ კომენტარებში, ვხედავთ როგორ ესხმიან თავს ლექტორებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს. ამიტომ, ენდონ სახელმწიფოს, ენდონ გაცხადებული რეფორმის მიზნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები