“4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ვინც მივიდა – ინჟინერი, ექიმი, მასწავლებელი, სტუდენტი – მივიდა იმ განწყობით, რომ მოეწყოთ ნეპალი, სისხლიანი გადატრიალება საქართველოში” – პაპუაშვილი
“4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ვინც მივიდა – ინჟინერი, ექიმი, მასწავლებელი, სტუდენტი – მივიდა იმ განწყობით, რომ მოეწყოთ ნეპალი, სისხლიანი გადატრიალება საქართველოში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს იყო დაანონსებული.
“დაიწყეს კიდეც ამის განხორციელება, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე დაიწყეს შტურმი. ერთადერთმა რამემ გადაგვარჩინა – ჩვენი უსაფრთხოების სისტემის პრევენციულმა მოქმედებამ, პოლიციელებს, დაცვის სამსახურის და სხვა სტრუქტურების თანამშრომლების მოქმედებამ, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს კონსტიტუციური წესრიგი. 4 ოქტომბერი იქნა მხარდაჭერილი გარედან და ოთხი თვის თავზეც კი არ გმობენ და არ ემიჯნებიან. დიახ, ეს არის მცდელობა, გარედან ექსტრემიზმის მხარდაჭერისა, ექსტრემისტული მოძრაობების დაკვეთისა რათა თავიანთი მომხრეების რადიკალიზაცია მოახდინონ და წაიყვანონ ძალადობრივი ქმედებებისკენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.