შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს
ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე ქარჩხაპის მარცხენა გამანაწილებელი არხის დალექილი და დეფორმირებული მონაკვეთების მოწესრიგება მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდსა და გოჩაჯიხაიშში წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, ხოლო სამტრედიის მუნიციპალიტეტში ღანირი-ნაბაკევის წყალმომხმარებლებს – 130 ჰექტარ ფართობზე. ამასთანავე, გაიზრდება არხის გამტარობა, რითაც არხის მიმდებარედ განთავსებული სავარგულების დატბორვის რისკი შემცირდება.