“ჩვენი სამიზნე არის ჩვენი კონსტიტუციური წყობისა და დემოკრატიის დაცვა. შესაბამისად, ვინც არღვევს ამ პრინციპებს, იმას მიემართება ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ემსახურება კონსტიტუციური წყობის დაცვას,” – ამის შესახებ მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერი მხარდაჭერილი იყო გარედან.
„ექსტრემისტული იდეოლოგიის მიზანია საკუთარი მომხრეების რადიკალიზება იმისთვის, რომ შემდგომ ყველა მეთოდზე წავიდნენ. ამიტომ მივიღეთ 4 ოქტომბერი, სადაც რამდენიმე ათასი ჩვენი საქართველოს თანამოქალაქე გამოვიდა თავისუფლების მოედანზე ნეპალის მოსაწყობად. 4 ოქტომბერი მხარდაჭერილი იყო გარედან და 4 თვის თავზეც კი არ გმობენ და არ ემიჯნებიან ისინი, ვინც მათ მხარი დაუჭირეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.